პოლიტიკა
თბილისი, 2 აგვისტო, საქინფორმი. ამომრჩეველთა სიების გადამოწმების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ელექტრონული ვერსია ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს გადასცა.
ზურაბ ხარატიშვილის თქმით, ცესკო პირველ რიგში სიას უბნებად დაყოფს. გარდა ამისა, როგორც ხარატიშვილი ამბობს, თუ არჩევნებამდე სიაში რაიმე ცვლილების შეტანა გახდება საჭირო, ცესკო ამას კომისიის ნებართვით გააკეთებს. „ზუსტად ეს სიები არჩევნების დღეს მაგიდაზე დაიდება“, – ამბობს ხარატიშვილი.
მამუკა კაციტაძემ გუშინდელ პრესკონფერენციაზე 1 აგვისტოს მონაცემებით ამომრჩეველთა გადამოწმებული სიის მონაცემები წარმოადგინა.