პოლიტიკა
თბილისი, 2 აგვისტო, საქინფორმი. მანანა მანჯგალაძემ საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი გააცნო. მან განაცხადა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით არჩევნები 1 ოქტომბერს ჩატარდება.
და ამ წუთებში სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილმა არჩევნები ბიძინობის დღესასწაულზე დანიშნა.
ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და აღმოჩნდა რომ საქართველოს სამოციქულო ეკლესია ყოველ წელიწადს, ახალი სტილით 1 ოქტომბერს, ქართველი წმინდანის – ბიძინა ჩოლოყაშვილის, ხსენების დღეს აღნიშნავს.
ასე რომ, პირველ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ბიძინობაზე გაიმართება.