სამართალი
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშები დააყადაღეს

1-yadaRa-samarTali2თბილისი, 1 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თეონა აქუბარდიამ განუცხადა. მისი თქმით, „პროგრესბანკში“ ინსტიტუტის ანგარიშები განმარტების გარეშე დაუყადაღეს.

„არანაირი განმარტება არ მიმიღია და დაყადაღების მიზეზს არ მეუბნებიან. ბანკში შევიტყვე, რომ საქალაქო სასამართლომ დააყადაღა ანგარიშები“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მისი თქმით, ყადაღასთან დაკავშირებულ დეტალებზე დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.