თბილისი, 31 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა მთავარ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება „მე-9 არხის“ ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუას მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე.
ახსნა-განმარტების თანახმად, აღნიშნული პირები ჟურნალისტს განმეორებით 2012 წლის 26 ივლისს შეხვდნენ და კვლავ აგრძელებდნენ მსგავს რიტორიკას.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ნოდარ ჩაჩუას მიერ ახსნა-განმარტებაში მოცემული ინფორმაცია შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს და, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტების შესწავლა და სათანადო რეაგირების განხორციელება საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაა.
გავრცელდა განცხადება, რომ თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო „მე-9 არხის“ ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუასთვის მუქარის ფაქტზე. როგორც მასშია ნათქვამი, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ჟურნალისტმა ნოდარ ჩაჩუამ პროკურატურას სარჩელით გუშინ მიმართა. როგორც ჟურნალისტმა სახალხო დამცველის აპარატს განუცხადა, უცნობი პირები მას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროებით ემუქრებოდნენ.