თბილისი, 31 ივლისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერ კახა კალაძეს ქართულ ბანკებში მისი პირადი ანგარიშების დაყადაღების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ მისცეს.
„რამდენადაც კურიოზულად უნდა მოგეჩვენოთ, საქმე განილიხა არა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, არამედ საქალაქო სასამართლოს კანცელარიის რიგითმა თანამშრომელმა, ვინმე ნიკოლოზ მარგველაშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ შემატყობინა, რომ რადგან კალაძე ბრალდებული არ არის, მას გასაჩივრება არ შეუძლია“, – აღნიშნა ადვოკატმა.
თადუმაძის თქმით, მან სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კომიტეტში შეიტანა და საქალაქო სასამართლოს რიგით თანამშრომელს მისი განხილვის უფლება არ ჰქონდა.
ადვოკატის თქმით, კალაძის მომდევნო ნაბიჯების შესახებ ცნობილი მოგვიანებით გახდება.
როგორც უკვე საქინფორმი იუწყებოდა, ქართულ ბანკებში კალაძის პირადი ანგარიშები 25 ივლისს დაყადაღდა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს. კალაძე მომხდარს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზად არის, პროკურატურის ყველა კითხვას პასუხი გასცეს.