აქტუალური
თბილისი, 31 ივლისი, საქინფორმი. საზაფხულო სეზონზე ბინების გაქირავება უფრო ხშირდება და სერიოზულ კონკურენციას უწევს სასტუმროებს. ამ მომსახურებით, ძირითადად, უცხოელები სარგებლობენ. როგორც ამ საქმიანობით დაკავებულები ამბობენ, მოთხოვნილება ზაფხულობით მკვეთრად იზრდება.
გამსახურდიას გამზირზე ერთოთახიანი 45 კვ მ ბინა ჯდება 60 ლარი დღე-ღამეში. თუმცა როგორც მისი მეპატრონე განმარტავს, ფასები მერყეობს და დამოკიდებულია ბინის ფართზე, ადგილმდებარეობასა და კეთილმოწყობაზე. ასეთ ბინებზე ფასები იწყება 40 ლარიდან.
ამ საქმიანობის მიმდევართა თქმით, ეს ბიზნესი მომგებიანია, მაგრამ – სეზონური. ყველაზე მეტი მოთხოვნა საქირაო ბინებზე გაზაფხულსა და ზაფხულშია.