ვაშლოვანში მთელი ღამე ხანძარს აქრობდნენ
თბილისი, 31 ივლისი,
საქინფორმი. ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელთა განცხადებით, ხანძარი დიდ ფართობზე იყო გავრცელებული. ძირითადად, დამწვარია ბუჩქები და ბალახი. ხანძრის შედეგად განადგურდა მეცხვარეების ფერმა.
ამ დროისთვის ტერიტორიაზე ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. ხანძრის ჩაქრობის ღონისძიებაში დილიდან ჩართულია ვერტმფრენები.
ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობენ სახანძრო სამსახურები, შსს-ის შესაბამისი დანაყოფები და ადგილობრივი მოსახლეობა.
ხანძარი ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გუშინ 17:00 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის გაჩენის მიზეზად დაუდევრობა სახელდება.