„იოლი გასტრონომიამ“ სავაჭრო ქსელი „პოპული“ შეიძინა
თბილისი, 31 ივლისი, საქინფორმი. კომპანია „პოპული“ადასტურებს „იოლი გასტრონომიის“ მიერ „პოპულის“ შეძენის ფაქტს.
„ბოლო პერიოდში „პოპულმა“ დიდ წარმატებას მიაღწია. ის აღნიშნულ სფეროში მზარდი ბრენდი და ერთ-ერთი ლიდერი გახდა. სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია კომპანიით დაინტერესება „იოლის“ მხრიდან“, – განუცხადეს ჟურნალისტებს „პოპულის“ მენეჯმენტში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისთვის კომპანიების რებრენდინგი არ იგეგმება და ორივე მათგანი ბაზარზე დამოუკიდებლად განაგრძობს მოღვაწეობას.