პოლიტიკა
თბილისი, 31 ივლისი, საქინფორმი. როგორც სტუდია „ნიუგრუპის“ გადაცემა „ღია სტუდიაში“ გია ხუხაშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ მთავარ ამოცანად საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მიიჩნევს.
როგორც გია ხუხაშვილი მიიჩნევს, ხელისუფლებამ რომ არჩევნები არ გააყალბოს, საარჩევნო უბნებთან გათენებაც კი იქნება საჭირო.
მისი თქმით, ამის აუცილებლობა იქნება იმ ვარაუდიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებამ არა თუ არ ჩაყაროს ბიულეტენები, არამედ, პირდაპირ არ დაწეროს შედეგები.
„სავარაუდოა, რომ ხელისუფლებამ პირდაპირ მიიწეროს შედეგები. ეს კი არ უნდა დავუშვათ“, – დასძენს ხუხაშვილი.