აქტუალური
თბილისი, 30 ივლისი, საქინფორმი. ტრეფიკინგის მსხვერპლი 23 ქართველი თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნდა.
ყველა მათგანი ზესტაფონის მკვიდრია. ისინი თურქეთში დასაქმების პირობით მოტყუებით გადაიყვანეს. დამნაშავეები თითოეულისაგან გამოსასყიდის სახით 2000 დოლარს ითხოვდნენ.
ქართველები სამუშაოდ ვინმე ლაშა ნავარელმა წაიყვანა, რომლის შესახებაც სამართალდამცველები ინფორმაციას არ ავრცელებენ.