
თბილისი, 30 ივლისი,
საქინფორმი. კახეთში დაზარალებული მოსახლეობის აღწერა იწყება. ხელისუფლების მიერ შემუშავებული კითხვარებით დილიდან დაზარალებულ ოჯახებში მოხალისეები მიდიან. აღწერის შედეგები მოგვიანებით ერთიან ბაზაში აისახება. პროცესში ჩართულია ჯანდაცვის სამინიტრო.
1 აგვისტოდან კომპენსაციები ზარალის ოდენობის მიხედვით გაიცემა: ის გლეხები, რომელთაც მოსავალი 100%-ით გაუნადგურდათ, 1500-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ; ვისაც მოსავლის 80% გაუნადგურდა – 1000 ლარს აიღებს, ხოლო მოსავლის 50%-მდე განადგურების შემთხვევაში 500-ლარიანი კომპენსაციები გაიცემა.