სამართალი
შალვა თადუმაძე: „სასამართლოს გადაწყვეტილება კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე დაუსაბუთებელია“

1-tadumaZe-samarta1თბილისი, 27 ივლისი, საქინფორმი. როგორც კალაძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კახი კალაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.

ადვოკატის თქმით, ის გაეცნო საქალაქო სასამართლოს განჩინებას, რომელიც, თადუმაძის შეფასებით, უკანონო და დაუსაბუთებელია.

„საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინება აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უკანონოა. გადაწყვეტილება არაფრით არ არის დასაბუთებული. ჩვეულებრივი ბოდვაა, რომ ვიღაც ახორციელებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას და თითქოს არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ შემოსავლების ლეგალიზებაში გამოყენებულია კახა კალაძის ანგარიშები და ამიტომ უნდა დაყადაღდეს“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ კახი კალაძე ყველა სამართლებრივი გზით იბრძოლებს.