სამართალი
თბილისი, 26 ივლისი, საქინფორმი. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, „ბურჯის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე აუქციონი გამოცხადდა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „ბურჯის“ ქონების საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 10 307 663 ლარს. იძულებით საჯარო აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასი კი ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულების 50პროცენტია, შესაბამისად, „ბურჯის“ ქონების საწყისი ფასი 5 153 831,5 ლარია.
„ასევე, გაცნობებთ, რომ მოვალის მიერ მასზე დაკისრებული თანხის გადახდის შემთხვევაში, უქმდება ყველა სააღსრულებო ღონისძიება, შესაბამისად, წყდება აუქციონის მიმდინარეობა და იხსნება ქონებაზე დადებული ყადაღა“, – აღნიშნულია განცხადებაში.