აქტუალური
თბილისი, 26 ივლისი, საქინფორმი. როგორც „ინტერპრესნიუსის“ ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით ვლინდება, ლიდერობს კოალიცია „ქართული ოცნება“, მეორე ადგილზე კი „ნაციონალური მოძრაობაა“.
რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, შედეგები ასეთია: „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 1,5%; „თავისუფალი საქართველო“ – 1,1%; „ლეიბორისტული პარტია“ – 0,9%; „ქართული დასი“ – 0,9%; „ევროპელი დემოკრატები“– 0,8%; „მწვანეთა პარტია“ – 0,7%; „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა“ – 0,2%; „განახლებული საქართველოსთვის“ – 0,0%; „საქართველოს დემოკრატიული პარტია“ – 0,0%.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 3,4% ხმას არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აძლევს.