პარლამენტმა მუშაობა დაამთავრა

თბილისი, 26 ივლისი,
საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დაიხურა. „მე ვერ გეტყვით, ბოლოა თუ არა ეს სხდომა, რადგან მეშინია, არ გავთვალო. უბრალოდ, აღვნიშნავ, რომ რიგგარეშე სხდომა დახურულად ცხადდება“, – ასე გამოემშვიდობა დეპუტატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.
შეგახსენებთ, რომ საგაზაფხულო სესიის ოფიციალურად დახურვის შემდეგ დეპუტატებს კიდევ ერთხელ მოუხდათ შეკრება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში.