სამართალი
თბილისი, 24 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დალი ხომერიკმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა ახალი პროგრამა დევნილთა საჭიროებების შესწავლის შესახებ.
ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს სამინისტროს მიერ დევნილთა კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული და მიზნობრივი ღონისძიებების ეფექტიან დაგეგმვას.
პროგრამა განხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად.