აქტუალური
თბილისი, 24 ივლისი, საქინფორმი. ხუთი დღის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, ცხელი ამინდებია მოსალოდნელი.
28 ივლისის შემდეგ შესაძლოა, დასავლეთ საქართველოში ამინდი შეიცვალოს და გაწვიმდეს. აღმოსავლეთ საქართველოში კი მზიანი ამინდები თვის ბოლომდე შენარჩუნდება.
ჯანმრთელობის პრობლემების მქონეთ სინოპტიკოსები მაღალი ტემპერატურის დროს ჩრდილში ყოფნას ან თავზე დაფარებას ურჩევენ.