პუბლიკაციები
მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

1-analit-rel2012 წლის 21-დან 22 ივლისამდე სრულიად საქართველოს უწმიდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორ მოწვევით თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის (МОФЕПН) პრეზიდენტი, პროფესორი ვალერი  ალექსეევი.

21 ივლისს ფონდის პრეზიდენტი საღამოს წირვას დაესწრო, რომელიც უწმიდესმა და უნეტარესმა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა საქართველოს საპატრიარქოს მღვდელმთავართა და სასულიერო პირთა თანამსახურებით.

ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქისა და ფონდის პრეზიდენტის მოკლე საუბარი შედგა, რომლის დროსაც სასულიერო პირებისა და საპატიო სტუმრების, მათ შორის, პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის თანდასწრებით პროფესორმა ვ. ალექსეევმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს საჩუქრად გადასცა მოსკოველი ოქრომჭედლების ნამუშევარი ეპისკოპოსის კვერთხი. ილია მეორემ გულთბილი მადლობა გადაუხადა „МОФЕПН“-ის ხელმძღვანელს მშვენიერი საჩუქრისათვის.

ფონდის პრეზიდენტი ტაძარშივე ესაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით ბაქრაძეს ქართველი დეპუტატების მონაწილეობის საკითხზე მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის (МАП) მუშაობაში, რომლის ხელმძღვანელობაში პროფესორ ვ. ალექსეევს ორიდან ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მრჩევლის პოსტი უკავია. „МОФЕПН“-ის პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნო ფონდის პროგრამები საზოგადოების ცხოვრებაში მართლმადიდებლური სულიერი და კულტურული ფასეულობების წინ წამოწევასთან დაკავშირებით.

იმავე საღამოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პროფესორი ვ. ალექსეევი საქართველოს საპატრიარქოს შენობაში მიიღო და ესაუბრა ორი ქვეყნის მართლმადიდებელი საზოგადოების ურთიერთობის, ეკლესიათაშორისი კავშირების, მთლიანად მართლმადიდებელ სამყაროში არსებული ვითარების და „МОФЕПН“-ის პროგრამების ჩარჩოებში თანამშრომლობის შესახებ. „МОФЕПН“-ის პრეზიდენტმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს გადასცა წიგნებისა და ჟურნალების კომპლექტი, რომლებიც ფონდის საგამომცემლო სახლმა „К единству!” 2012 წელს გამოსცა, მათ შორის, კრებული „მართლმადიდებლობა: დიალოგები და სახეები“, რომელშიც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან ინტერვიუც არის შესული, აგრეთვე, 2011 წელს პარიზში გამართული „МАП“-ის XVIII კონფერენციისა და 2012 წელს ტრებინეში (სერბეთის რესპუბლიკა) გამართული ფონდის XVIII კონფერენციის სტენოგრაფიული ჩანაწერების მორიგი ტომი (ამ კონფერენციებში საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ).

იმსჯელეს ა.წ. სექტემბრის მეორე დეკადაში რუსულ-ქართული ფილმის – „ანა-ბანას“ –  პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების საკითხებზე. ფილმი ფონდის დახმარებით იქნა გადაღებული და მოსკოვის XXXIV საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილე გახდა. მასში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქ ილია მეორეს მიერ შექმნილი მუსიკა ჟღერს და წამყვანი ქართველი მსახიობები მონაწილეობენ. ამ პროექტთან ერთად, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, იმავე დღეებში „МОФЕПН“-ის ყოველწლიური კულტურულ-სულიერი პროგრამის ფარგლებში საქართველოში ორგანიზებული იქნება სასულიერო მუსიკის რუსული გუნდების გამოსვლები, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის – ილია მეორეს – აღსაყდრების 35 წლისთავს მიეძღვნება.

საუბარს ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელიც სათავეში უდგას პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრების 35-ე და დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილ სახელმწიფო კომისიას და ინტერესით მოეკიდა სასულიერო მუსიკის რუსული გუნდების გამოსვლის შესაძლებლობას ამ თარიღის საზეიმოდ აღნიშვნის ფარგლებში. საუბარში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი თამაზ გამყრელიძე და დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია). საუბრის დროს „МОФЕПН“-ის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ფონდის საგამომცემლო სახლი „К единству!“-ს მიერ 2012 წელს გამოცემული წიგნებისა და ჟურნალების კომპლექტი გადასცა, რომელთა მიმართ დავით ბაქრაძემ გულწრფელი ინტერესი გამოამჟღავნა.

შემდგომ იქვე, საპატრიარქოში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა ვახშამი გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი თამაზ გამყრელიძე, „МОФЕПН“-ის პრეზიდენტი, პროფესორი ვ. ალექსეევი, პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები, დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი, კათოლიკოს-პატრიარქის კანცელარიის თანამშრომლები. ვახშმის დროს ნაჩვენები იქნა უწმიდესისა და უნეტარესის მუსიკალური ნაწარმოებების კონცერტის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ცოტა ხნის წინ პარიზში გაიმართა. კონცერტს იუნესკოს გენერალური დირექტორი ირინა ბოკოვა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

22 ივლისს პროფესორმა ვ. ალექსეევმა „МОФЕПН“-ისა და „МАП“-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ვრცელი ინტერვიუ მისცა საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ მთავარ რედაქტორსა და გენერალურ დირექტორს – არნო ხიდირბეგიშვილს.

იმავე დღეს, 22 ივლისს, ფონდის პრეზიდენტმა მოინახულა უძველესი ძეგლი-ტაძარი ჯვარი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი ქალაქ მცხეთაში, სადაც ტაძრის წინამძღვრის მოადგილესთან, არქიმანდრიტ სერაფიმესთან ამ ისტორიული კომპლექსის საზღვრებში სასულიერო მუსიკის გუნდების გამოსვლის ორგანიზაციის საკითხები  განიხილა. საუბარში დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი მონაწილეობდა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შედგა ფონდის პრეზიდენტის შეხვედრები საზოგადო და რელიგიურ მოღვაწეებთან, პრესისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა რუსულ-ქართული თანამშრომლობისა და საერთაშორისო მართლმადიდებელი საზოგადოებრიობის ურთიერთქმედების საკითხები.

www.fepn.ru

1-analit-rel1 1-analit-rel2
1-analit-rel3 1-analit-rel4
1-analit-rel5 1-analit-rel6