სამართალი
თბილისი, 20 ივლისი, საქინფორმი. „კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი“ რუსი და ქართველი ახალგაზრდა პოლიტოლოგების მონაწილეობით ახალ პროექტს იწყებს.
სახელმწიფო უწყებების გარდა, რუსი და ქართველი მონაწილეები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.
პროექტი „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ, ახალგაზრდა პროფესიონალების ცნობიერების ამაღლებასა და თანამშრომლობის პლატფორმის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
ცნობისათვის: პროექტი „კონფლიქტის მოგვარების ფონდის“ პროგრამის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტი „კავკასიური სახლის“ ოფისში 23 ივლისს იხსნება.