საზოგადოება
თბილისი, 20 ივლისი, საქინფორმი. თელავში ამ დროისთვის პურის, წყლისა და სანთლის დეფიციტია, რადგან მთლიანად განადგურებულია ელექტროსადენები და ქალაქი დენის, გაზისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.
სპეციალისტების განცხადებით, საბედნიეროდ, სტიქია ღამით მძვინვარებდა; დღისით ასეთი შემთხვევა უმსხვერპლოდ არ დამთავრდებოდა. საავადმყოფოს მედპერსონალის თქმით, ღამით სანთლის შუქზე მოუწევთ მორიგეობა.
სტიქიის გამო კახეთის 30-მდე სოფელში 11 600 ჰექტარზე მოსავლის 80-100% განადგურებულია.
ამასთან, თელავში ყველა სახელმწიფო დაწესებულება და საავადმყოფო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. გახსნილია ყველა აფთიაქი და სასურსათო მაღაზია, გარდა ელექტროსაქონლის მაღაზიებისა, სადაც წყლის შევარდნის შედეგად ტექნიკა დაზიანდა.
მოსახლეობა პანიკას არ მოუცავს, თუმცა ადგილობრივები სინოპტიკოსების მიერ გამოცხადებული მოსალოდნელი წვიმის გამო სერიოზულად არიან შეშფოთებულნი.