სამართალი
თბილისი, 19 ივლისი, საქინფორმი. სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და „სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სალომე ნამიჭეიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება რიგი ღონისძიებებისა, კერძოდ, სამუშაო შეხვედრები, ინტერსექტორული ტრენინგები, სემინარები, რომლებიც ხელს შეუწყობს სოციალური მუშაობის, როგორც უფლებადამცავი პროფესიის განვითარებასა და პოპულარიზაციას.
მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ, რომ ერთად დაგეგმავენ აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს ამ მემორანდუმით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას.