პოლიტიკა
თბილისი, 19 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფ მის თურქ კოლეგას ისმეთ ილმაზს შეხვდა.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე მოგვიანებით გაფართოებული შეხვედრის ფორმატშიც იმსჯელეს.
დიმიტრი შაშკინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს ვიზიტი ურთიერთობებში ახალ პერსპექტივებს გახსნის.
„თურქეთი არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი. ის სერიოზულად, ძალიან მნიშვნელოვნად ეხმარება ჩვენი ჯარის განვითარებას როგორც სწავლების კუთხით, ისე ჩვენი მთავარი პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც ეხება ტოტალურ თავდაცვას“, – აღნიშნა მან.