პუბლიკაციები
ზაურ გახარია, ვიქტორ ცაავა: «ეხ, გვარამია, გვარამია...»

1-gax-mtკუზიანს სამარე მაინც გაასწორებს, ზნეობადაკარგულ, ყველაფრისმკადრებელ ადამიანს კი არც სამარე უშველის, იგი, როგორც ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი პატარა მტაცებელი ცხოველი სკუნსი, სიმყრალით აიკლებს ხოლმე არემარეს.

კატეგორიულად ვაპროტესტებთ ვინმე გოჩა გვარამიას მიერ «რია-ნოვოსტის» ეგიდით გამართულ «მრგვალ მაგიდაზე» დაყენებული სიცრუის და დეზინფორმაციის კორიანტელს. ამაზე თქვენი გაზეთი წერდა და დასაბუთებული პასუხიც გასცა პროვოკატორს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ აღშფოთება, რომელიც ამ პერსონის მიერ დახვავებულმა ყურით მოთრეულმა ცრუ ფაქტებმა გამოიწვია, აუცილებელს ხდის ამ მცირედ შეპასუხებას.

გვარამიას განცხადებები იმის თაობაზე, რომ სახალხო მოძრაობა «სამეგრელო» და მისი ლიდერი სეპარატიზმისკენ არიან მიდრეკილი, ანტიქართულ საქმეს აკეთებენ, არის სრული აბსურდი, ისევე როგორც სრული აბსურდია მის მიერ მოშველიებული, ბუნებაში არარსებული მეგრული საკვირაო სკოლები, რომლებიც თურმე ალექსანდრე ჭაჭიას ფოთში გაუხსნია.

 

ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე, პროვოკაცია, დესტრუქციული დავალების, მზაკვრული სპეცოპერაციის ნაწილი, რომლის მიზანია გვარამია-ვასაძის ტანდემმა თვითონ შეიქმნას საინფორმაციო ველი, მოახდინოს ინფორმაციის პერმანენტული «შემოგდება» არარსებული მეგრული სეპარატიზმის შესახებ, რათა ამ თემამ ფორმალურად მაინც იარსებოს, მერე კი ხელები სხვებისკენ გაიშვიროს და ამ სასაცილო პოზით, რუსული სააგენტოს ოფისში გაპარპაშებულმა, უტიფრად განაცხადოს - მეგრული სეპარატიზმის კვალს მივაგენითო.

ვფიქრობთ, მკითხველი ადვილად მიხვდება, თუ ვისი ვიოლინო ვის როიალშია და როგორ გაშიფრა საკუთარი თავი გვარამია-ვასაძის ტანდემმა. მათ უნიჭოდ სცადეს, დაებრალებინათ სხვებისთვის ის, რასაც თვითონ აკეთებენ და აქვთ დავალებული «ზემოდან». ამ ბინძურ საქმეში სამიზნედ ბატონმა გვარამიამ, ვასაძემ და კომპანიამ რატომღაც სახალხო მოძრაობა «სამეგრელო» შეარჩიეს, სავარაუდოდ მისი სახელწოდებიდან გამომდინარე, მაგრამ ფეხი არ ჩაუვათ...

სახალხო მოძრაობა «სამეგრელო» ყოველთვის მოქმედებდა სწორედ ერთიანი საქართველოს და ზოგადქართული ინტერესების განსამტკიცებლად რასაც ადასტურებს კიდევაც ის პათოსი, რომელიც გასდევს როგორც ამ ორგანიზაციის საქმიანობას, ასევე მისი ლიდერის პრინციპულ პოზიციას და ყველა საჯარო გამოსვლას.

ძალიან მონდომებული და თავზეხელაღებული არამზადა  უნდა იყოს ადამიანი, ვისაც ჭაჭიას თუნდაც ერთი პუბლიკაცია წაუკითხავს, რომ მას სეპარატიზმში დასდოს ბრალი. ასევე არამზადობისა და ცრუპენტელობის კლასიკური მაგალითია გვარამიას განცხადება, თითქოს «გლობალიზაციის პრობლემების შემსწავლელი ცენტრი», რომელსაც ჭაჭია ხელმძღვანელობს, მოსკოვში სპეცსამსახურების საფარქვეშ შექმნილი ორგანიზაციაა. ეს ორგანიზაცია საქართველოშია შექმნილი, თბილისში ფუნქციონირებს და მისი ერთ-ერთი თანამშრომელი ამ წერილის თანაავტორი გახლავართ. მაშ, საკითხავია, რომელი სპეცსამსახურის შექმნილია ეს ცენტრი და რომელი სპეცსამსახურის დავალებას ასრულებს გვარამია როდესაც რუსული სააგენტოს ოფისიდან ამ ცენტრს «რუსულობაში» ამხელს?

ჩვენ კარგად ვიცით რომ მეგრული სეპარატიზმი არ არსებობს, რომ მეგრელ კაცს როგორც იმ კუთხის შვილს, რომელიც ისტორიულად იყო ერთიანი ქართული სახელმწიფოებრივი სივრცის ინიციატორი, კი აქვს პრეტენზია, თანაც გამოხატული, რომ თავი წარმოაჩინოს როგორც უფროობით ხარისხში ქართველმა, მაგრამ არასოდეს გამოთქვამს სეპარატისტულ მიდრეკილებებს. თუმცა კაცებზე ვსაუბრობთ და ამას ვერასოდეს გაიგებენ გვარამია და სხვა კაცუნები.

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ დედაქალაქში მეტწილად პროსომხური ელემენტების და ფსევდო-ინტელიგენციის წარმომადგენელების მიერ წლების მანძილზე ინერგებოდა მეგრელის -  როგორც ამ სივრცისთვის უცხოს კლიშე. ამ კლიშეს კარგად იყენებდნენ სპეცსამსახურები და სამწუხაროა, რომ ამჯერადაც მეგრული გვარის მქონე ადამიანი - ვინმე გვარამია გამოიყენეს არარსებული «მეგრული სეპარატიზმის» ტორპედირებისთვის.

გვარამიას და ვასაძეს «რია-ნოვოსტი» მგონი არა რუსული, არამედ ჩინური სააგენტო ჰგონიათ, და ამ სააგენტოს კედლებიდან ბრალს გვდებენ რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით სეპარატიზმის კულტივირებაში.

ეს სასაცილოა - თუკი რომელიმე სპეცსამსახური ამ თემას ვინმეს მეშვეობით კულტივირებს, მაშინ ფაქტი უდაოდ სახეზეა, იგი ამისთვის  გავლენის აგენტებად გვარამია-ვასაძის ტანდემს იყენებს და ამ ტანდემისთვის აშკარა რუსული კვალი რომ წაშალოს, სწორედ იმ საკითხებზე და იმ სპეცმეთოდებზე ასაუბრებს თავის გავლენის აგენტებს, რაც თეთრი ძაფით შეკერვის გამო ესოდენ თვალშისაცემია ხსენებული «მრგვალი მაგიდის» მასალების გაცნობისას.

ეს აბსურდის თეატრი კიდევ ერთი კოვზია, რომელიც ნაცარში ჩაუვარდათ «მეგრული სეპარატიზმით» მოვაჭრე გრანტიჭამიებს, რომლებიც გაუგონარი სიცრუით და სხვებისთვის ლაფის შესხმით ცდილობენ მზისქვეშ ადგილის დამკვიდრებას.

მათ უნიჭობაზე ის არგუმენტიც მეტყველებს, რომელიც «მრგვალ მაგიდაზე» გვარამიამ ვინმე მურადიანთან ჭაჭიას არარსებული ინტერვიუს დასტურად  - მოიყვანა - თუ არ მიუცია ჭაჭიას ეს ინტერვიუ, მაშინ რატომ არ უარყოო.

საინტერესო რა და სად უნდა უარეყო ჭაჭიას, ინტერვიუ რომელიც არ მიუცია და შესაბამისად, როგორც არარსებული, ნანახიც არ აქვს?

ეხ, გვარამია, გვარამია, ამ ლოგიკით პრესაში თქვენზეც დაწერეს «მეგიოხვენჯე»... ამის უარყოფა ან რაიმე დასტური, რომ ასე არ არის, არც თქვენგან წამოსულა... და რა ვქნათ ახლა, ვირწმუნოთ, რომ რადგან არ უარყოფთ, ესე იგი ფაიზაღი «მეგიოხვენჯე» ხართ?!

გაანებეთ, ბაბაია, თავი უკუღმა ჭრას და კერვას, გაანებეთ... არც ერთი გრანტი არ ღირს იმად, საქვეყნოდ რომ იჭრით თავს... სახელი გიტყდებათ, თორემ სიცრუის ტირაჟირებისთვის თავს არავინ

გაგიტეხავთ... ისე, რომ იცოდეთ, სჯობია, სახელის გატეხვას ისევ თავის გატეხა გერჩივნოთ.

ზაურ გახარია, სახალხო მოძრაობა «სამეგრელოს» კოორდინატორი

 

ვიქტორ ცაავა, გლობალიზაციის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე

„საქართველო და მსოფლიო“

1-gax1 1-gax2
1-gax3 1-gax4
1-gax5 1-gax6
1-gax7 1-gax8
1-gax9 1-gax10