სამართალი
ივანიშვილი: „კოალიციის წევრების დაკავება პოლიტიკური დევნის გამოვლინებაა!“

1-biZoo-samartali1თბილისი, 18 ივლისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „კონსერვატიული პარტიისა“ და „ეროვნული ფორუმის“ წევრების დაკავება პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

„ასე ებრძვის ოპონენტებს სააკაშვილის გუნდი. ჩვენ დაკავებულებს დავიცავთ და მაქსიმალურად დავუდგებით გვერდში“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ „კონსერვატიული პარტიისა“ და „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლები დააკავა. მერაბ კაჭახიძეს, ტარიელ ქარდავასა და თეიმურაზ შეყლაშვილს ბრალი თვალთმაქცური გარიგების დადების მუხლით წარედგინებათ.

„ეროვნული ფორუმის“ წევრებს კი უკანონო შემოწირულობაში ედებათ ბრალი.