კოალიცია „ქართული ოცნების“ კიდევ 12 მაჟორიტარული კანდიდატი
თბილისი, 18 ივლისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 12 მაჟორიტარულ ოლქში კოალიციის კანდიდატები წარადგინა.
კოალიციის სახელით, გურჯაანში –
მანანა ბერიკაშვილი, თელავში –
გელა სამხარაული, ლენტეხში –
გია გაზდელიანი, აბაშაში –
ირაკლი საბულუა, სენაკში –
გურამ ოდიშარია, ფოთში –
ეკა ბესელია, ბათუმში –
მურმან დუმბაძე, ქედაში –
დავით ანანიძე, ქობულეთში –
ფატი ხალვაში (ქიბალ ხილვაშის და, – საქინფორმი), შუახევში –
შოთა ზოიძე, ხელვაჩაურში –
როსტომ ხალვაში და ხულოში
ზია საგინაძე იყრის კენჭს.
ივანიშვილის განცხადებით, კოალიცია თბილისისა და დარჩენილი რეგიონების მაჟორიტარებს 19 ივლისს წარადგენს.