საზოგადოება
თბილისი, 16 ივლისი, საქინფორმი. დღეს ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიისათვის პარტიების რეიტინგების პრეზენტაციას გამართავს.
როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, „NDI“-ის კვლევის საველე სამუშაოები 4-22 ივნისს ჩატარდა. მისი მიმდინარეობისას საქართველოს მასშტაბით 6 299 რესპონდენტი ე.წ. პირისპირი ინტერვიუს ფორმით გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს.