სამართალი
ქუცნაშვილი: „აუქციონზე არა ბიძინა ივანიშვილის, არამედ სხვების ქონებას ყიდიან“

1-ivansamarTali1თბილისი, 11 ივლისი, საქინფორმი. ადვოკატ ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმების გადახდასთან დაკავშირებით აზრი არ შეუცვლია.

როგორც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ძალიან პრინციპული პიროვნებაა და იგი ამ ჯარიმების გადახდას არ აპირებს.

„როგორც ცნობილია, აუქციონზე არა ბიძინა ივანიშვილის, არამედ სხვების ქონებას ყიდიან და ამით საქართველოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს დიდ ზიანს აყენებენ. როგორც ჩემთვის ცნობილია, აქციონერებმა თავიანთი პროტესტი უკვე გამოთქვეს და განაცხადეს, რომ აუქციონზე გატანილი ქონება მათ ეკუთვნით და არა ბიძინა ივანიშვილს. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ჩემს ოჯახში მოხდა, როცა ჩემ გამო მამაჩემი დაიჭირეს. საქართველოში ეს საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, როცა სხვის გამო სხვას სჯიან. ამას წერტილი უნდა დაესვას. როგორ შეიძლება „ა“ პირს ედავებოდე და „ბ“ პირს წაართვა ქონება? ყველა ვხვდებით, ბავშვიც კი ხვდება, რომ უნდათ, როგორმე იმ ბანკიდან ნოდარ ჯავახიშვილი გამოიყვანონ და ვინმე ჯოზეფ ქეი-2 შეიყვანონ, ეს არის მათი მიზანი“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.