პოლიტიკა
შტეფან ფულე: „აღმოსავლეთის პარტნიორობა, საქართველო და ევროკავშირი“

1-fulepolitika1თბილისი, 11 ივლისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საქართველოში ევროკავშირის მისიის პრესისა და ინფორმაციის განყოფილებიდან ატყობინებენ, ევროკომისარი შტეფან ფულე ქართული პრესისათვის სტატიას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2009 წლის მაისში ევროკავშირმა სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინასთან ერთად წამოიწყო აღმოსავლეთის პარტნიორობა –  ევროკავშირსა და ექვს პარტნიორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ასოცირებისა და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის ამბიციური მიზნით. ამოქმედების დღიდან დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკისაკენ გარდაქმნის გზაზე პარტნიორების ხელშეწყობითა და მათი რეფორმების პროცესების მხარდაჭერის მეშვეობით აღმოსავლეთის პარტნიორობამ დაადასტურა, რომ ის მნიშვნელოვანი და საჭირბოროტოა.

ჩვენი პარტნიორები თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაქმნის რთული გზის ძალიან განსხვავებულ ეტაპებზე არიან. ასევე, განსხვავდება მათი მიზანდასახულობა ამ მიზნის მისაღწევად. მიუხედავად ამისა, თვით მიზანიმკაფიო რჩება.

როგორ ხდება ჩვენ მიერ ამ რეფორმების წახალისება?

ჩვენ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ასოციაცირების შესახებ შეთანხმებების, მათი შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო

სივრცის (DCFTAS) შესახებ შეთანხმებების თაობაზე, რომელსაც შეუძლია გახსნას კარი ევროკავშირის შიდა ბაზარზე 500 მილიონი მომხმარებლით. ბაზრის გარდა ყურადღება მობილურობის ხელშეწყობასაც ექცევა. ევროკავშირი პარტნიორებს მოქალაქეთა მიმოსვლის გაუმჯობესების პერსპექტივას სთავაზობს პარტნიორ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ეტაპობრივად მიმოსვლის უვიზო რეჟიმის ჩამოყალიბების მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან მეტი პირდაპირი კონტაქტი და აზრთა გაზიარება მოქალაქეებს შორის შეიძლება უმნიშვნელოვანესი შენაძენი გახდეს. მთლიანობაში ჩვენი ხედვა გულისხმობს ერთიან სივრცეს, სადაც ახლო პოლიტიკური თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ღრმა

ეკონომიკურ ინტეგრაციას. ეს არის ამბიციური ხედვა, რომელიც საჭიროებს მდგრად რეფორმებს პარტნიორების მხრიდან და, ასევე, მტკიცე ვალდებულებას ევროკავშირის მხრიდან. ამავე დროს, ეს არის მოქნილი ხედვა, რომელიც ყველა კარს ღიას ტოვებს მომავალი ურთიერთობებისათვის.

დღეისათვის რა არის მიღწეული?

ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ექვსი პარტნიორიდან ხუთთან ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებებში. ამ წლის დასაწყისში მოხდა ევროკავშირისა და უკრაინის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით და დაიწყო მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოლდოვის რესპუბლიკასთან, საქართველოსა და სომხეთთან. რაც შეეხება მობილურობას, ჩვენ წინსვლა გვაქვს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით. ივნისში ჩვენ დავიწყეთ სავიზო დიალოგი საქართველოსთან და ვმოძრაობთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების მიმართულებით. ასევე მოქმედებს აღმოსავლეთპარტნიორობის მრავალმხრივი ურთიერთობების ფორმატი, რომელიც

უზრუნველყოფს ფორუმს ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოების საუკეთესო გამოცდილების გაცვლისათვის.

ამასთან, ჩვენ ისე ჩამოვაყალიბეთ პარტნიორობა, რომ იგი გადის მხოლოდ მთავრობასთან ურთიერთობების მიღმა და, ასევე, მოიცავს სამოქალაქო საზოგადოებას, ისევე, როგორც სხვა მნიშვნელოვან მხარეებს, მათ შორის – ეროვნულ პარლამენტებს, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებასა და საქმიან წრეებს.

პარტნიორი ქვეყნების მიერ განხორციელებული რეფორმების ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირი მნიშვნელოვან დაფინანსებას უზრუნველყოფს. 2010-13 წწ. გამოიყო, დაახლოებით, 1.9 მილიარდი ევრო ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობისათვის – მათ შორის, € 350 მილიონის ოდენობის ახალი დაფინანსება.

ჩვენი გაღრმავებული თანამშრომლობა აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში ეფუძნება პრინციპს „მეტი მეტის სანაცვლოდ“: მეტი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან პარტნიორი ქვეყნის მიერ დემოკრატიული რეფორმების გზაზე მეტი წინსვლის სანაცვლოდ. ევროკომისიის მიერ ცოტა ხნის წინ დაწყებული ახალი პროგრამა EAPIC (აღმოსავლეთის პარტნიორობის ინტეგრაცია

და თანამშრომლობა) აღმოსავლეთის პარტნიორებისათვის „მეტი მეტის სანაცვლოდ“ პრინციპს კონკრეტული დაფინანსების შესაძლებლობებში ასახავს.

EAPIC ღიაა აღმოსავლეთის პარტნიორობის ყველა ქვეყნისათვის, მაგრამ ის შერჩევით იქნება გამოყენებული. პროგრამა EAPIC-ის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 130 მილიონ ევროს 2012-2013 წლების განმავლობაში.

რაც შეეხება საქართველოს, „მეტი მეტის სანაცვლოდ“ პრინციპი აღიარებს მთავრობის მიერ მიღწეულ წინსვლას რეფორმებისა და კარგი მმართველობის მიმართულებით. კონკრეტულად, ეს აისახება 2012 წელს 22 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი დაფინანსების გამოყოფაში. შემდგომი წინსვლის მიღწევის შემთხვევაში, განსაკუთრებით, შემოდგომაზე გამჭვირვალე და

სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, 2013 წელს კვლავ იქნება განხილული საქართველოსათვის „მეტი მეტის სანაცვლოდ“ მხარდაჭერა.

რა ერთობლივი გეგმები გვაქვს წინ?

15 მაისს ევროკომისიის და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ მიღებულ იქნა ერთობლივი კომუნიკე, რომელშიც წარმოდგენილი იყო აღმოსავლეთის პარტნიორობის საგზაო რუკა. მისი მიზანია აღმოსავლეთის პარტნიორობის საქმიანობის გაძღოლა და მონიტორინგი 2013 წლის ნოემბერს ვილნიუსის მომდევნო სამიტამდე. ამჟამად ჩვენ ველოდებით აღმოსავლეთის პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც მოგვიანებით ამ თვეში უნდა გაიმართოს და სადაც ჩვენ

იმედი გვაქვს, რომ ერთად, ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდებიან იმაზე, რომ საგზაო რუკა წარმოადგენს ჩვენს საერთო ინსტრუმენტს ჩვენი პარტნიორობის განვითარების დღის წესრიგში.

აღმოსავლეთის პარტნიორობის საგზაო რუკა არის საჯარო დოკუმენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეუძლია იმის მონიტორინგი, თუ როგორ ვახორციელებთ ჩვენ – ევროკავშირი და პარტნიორი ქვეყნები – ჩვენი ვალდებულებების შესაბამის ნაწილს. ამ მხრივ, განსაკუთრებით, საქართველოში ძალიან აქტიურია სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი და მისი ეროვნული პლატფორმები.

დაბოლოს, ნება მომეცით, დავუბრუნდე ვითარებას კონკრეტულად საქართველოში. დემოკრატია ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციისათვის. როდესაც ცოტა ხნის წინ კეტრინ ეშტონი და მე შევხვდით პრეზიდენტ სააკაშვილს, ჩვენ მივესალმეთ ბოლოდროინდელი რეფორმის მიღწევებს საქართველოში, და კერძოდ, მივულოცეთ პრეზიდენტს ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესი. თუმცა ჩვენ, ასევე, ხაზი გავუსვით, რომ საჭიროა ვითარების გამოყენება დემოკრატიის კონსოლიდაციისა და საქართველოს ინკლუზიური ეროვნული განვითარების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ ვანიჭებთ ასეთ მნიშვნელობას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში – ჩვენ გვსურს, რომ საარჩევნო პროცესმა

დააკმაყოფილოს საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტები, მაგრამ, ასევე, იყოს „ღრმა დემოკრატიის“ ნიმუში, როდესაც უზრუნველყოფილია მედიის ხელმისაწვდომობა ყველა კანდიდატისათვის და გარანტირებულია პრესისა და შეკრების თავისუფლება და იქმნება გარემო, რომელიც გამოსადეგარია საკითხებზე, და არა პროცესებზე, საბრძოლველად. მე ვსარგებლობ ამ

შესაძლებლობით და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, პატივი სცენ საარჩევნო პროცესს.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები იქნება, უპირველეს ყოვლისა, იმ პოლიტიკური პროგრამებისა და იდეების შესახებ, რომლებიც საქართველოს ყველა მოქალაქისათვისაა სასიკეთო.

მყარი დემოკრატიული საძირკველით საქართველოს აქვს ყველა შანსი, დააჩქაროს წინსვლა ასოცირებისაკენ, რომელიც გრძელვადიან სტაბილურობასა და კეთილდღეობას მოიტანს“.

The Eastern Partnership, Georgia and the European Union

Article by Commissioner Stefan Füle for the Georgian press

In May 2009, the European Union launched the Eastern Partnership - together with Armenia, Azerbaijan, Belarus, Georgia, the Republic of Moldova and Ukraine – with the ambitious aim of promoting political association and further economic integration between the European Union and the six partner countries. Since its launch, the Eastern Partnership has proven its value and its continuing relevance by helping partners in their transition towards democracy and market-oriented economies and by providing support to their reform processes.

Our partners are at very different stages on the difficult road of transformation towards modern, democratic states. They also differ in determination in achieving this goal. Nevertheless, the goal itself remains clear.

How are we providing this encouragement to reform?

We are negotiating Association Agreements with partners including Deep and Comprehensive Free Trade Areas (DCFTAs) which can open the door to the EU's internal market of 500 million consumers. Moving from markets to mobility, the EU also offers partners the perspective of greater mobility of citizens between partner countries and the European Union by gradually moving towards visa free regimes. This matters because greater interpersonal contact and the increased exchange of ideas between citizens can be an invaluable asset. The overall vision is of a common area where there is close political cooperation based on shared values and deep economic integration. It is an ambitious vision that will require sustained reform efforts of partners as well as a strong commitment from the EU. At the same time, the vision is flexible leaving all doors open for the future relationship.

What has been achieved so far? We have made considerable progress in Association Agreement negotiations with five of our six partners. Earlier this year, the EU-Ukraine Association Agreement including a DCFTA was initialed and the DCFTA negotiations with the Republic of Moldova, Georgia and Armenia were launched. On mobility, we are making progress towards visa liberalization. We

launched a visa dialogue with Georgia in June and are moving towards drawing up a Visa

Liberalisation Action Plan. The multilateral track of the Eastern Partnership is in also in place,

providing a forum to exchange best practices on approximation to EU norms and standards.

We have also created our Partnership in a way that it reaches out beyond governments so as to

involve civil society as well as other key actors, including national Parliaments, regional and

local authorities and the business community.

To underpin the reform efforts undertaken by partner countries, significant funding is being provided by the EU. For the period of 2010-13, some € 1.9 billion for bilateral and regional cooperation – including € 350 million of fresh resources – are available.

Our enhanced cooperation in the Eastern Partnership is based on the "more for more" principle: more support from the European Union in return for more progress towards democratic reform. The new EaPIC (Eastern Partnership Integration and Cooperation) programme, recently launched by the European Commission, will translate the principle of "more for more" into concrete funding opportunities for Eastern Partners. EaPIC is open to all countries in the Eastern Partnership but will be used selectively. The EaPIC programme has a total budget EUR 130 million, over the years 2012-2013.

As for Georgia, the "more for more" principle recognizes the government's good progress in reforms and good governance. In concrete terms, it will translate into an additional financial allocation of € 22 million for the year 2012. Provided that further progress is made, in particular by ensuring transparent and fair elections this autumn, "more for more" for Georgia will again be considered for 2013.

What are the joint plans ahead?

On 15 May a Joint Communication presenting a Roadmap for the Eastern Partnership was adopted by the European Commission and the High Representative of the Union for Foreign Affairs and Security. It is intended to guide and monitor the activities of the Partnership until the next Summit in Vilnius in November 2013. We are now looking forward to the Eastern Partnership Foreign Ministers meeting later this month where we hope that, together, Foreign Ministers of the EU and partner countries will agree that the Roadmap constitutes our common instrument for driving forward our Partnership agenda. The Eastern Partnership Roadmap is a public document which means that Civil society can monitor how we, in the EU and partner countries, implement our respective parts of the deal. The Civil Society Forum and its national Platforms are very active in this respect, particularly in Georgia.

Finally, let me turn to the specific situation of Georgia. Democracy really matters in European integration. When Catherine Ashton and I met President Saakashvili recently, we welcomed recent reform achievements in Georgia, and in particular congratulated the President on the good progress of Association Agreement negotiations. However, we also underlined the need to keep up momentum by consolidating democracy and by ensuring an inclusive approach to national development in Georgia. That is why we attach so much importance to Georgia’s parliamentary elections in October – we want the electoral process to meet international democratic standards, but also to be a token of “deep democracy” by ensuring access to the media for all candidates, and guaranteeing freedom of the press and freedom of assembly, creating an environment fit for fighting on the issues, not on processes. I take this opportunity to encourage all political forces in Georgia to respect the electoral process. I am convinced

that these elections will be first of all about political programmes and ideas designed and promoted for the benefit of all citizens of Georgia. With a solid democratic foundation, Georgia has every chance to accelerate its progress towards an association which offers long-term stability and prosperity.