პუბლიკაციები
დენის დვორნიკოვი: „რუსეთი და საქართველო, რა იქნება შემდეგ?“

1-dvornikovთბილისი, 10 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრ დენის დვორნიკოვის განცხადებით, დღეს რუსეთის სამხრეთელი მეზობელი საქართველო, ფაქტობრივად, ამოვარდა მისი საგარეოპოლიტიკური ინსტიტუტების საქმიანობიდან. საქართველოსთან დაკავშირებულ სიტუაციას, მისი თქმით, ემატება მძლავრი შიდაპოლიტიკური ფაქტორი.

დვორნიკოვის თქმით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გზები პრაქტიკულად მოჭრილია, გასაგებია, რომ დიპლომატებს ამ ათსგვარი ინტერესების ხლართებში გაბმა არ სურთ, მიუხედავად ამისა, „თავს უფლებას მივცემ, ვამტკიცო, რომ თუ პოლიტიკოსების ახლანდელი თაობა ხელიდან გაუშვებს საქართველოსთან ურთიერთობების დარეგულირების შანსს, ორივე ქვეყნის მოქალაქეთა შემდეგი თაობები ამას არ გვაპატიებენ. უფრო მეტიც, მოძმე ხალხებს შორის კავშირის გაწყვეტა იყო სწორედ ის მთავარი მიზანი, რომლის მისაღწევადაც კონფლიქტი ორივე მხარეს სისხლამდე იქნა მიყვანილი. გამოდის, რომ რთული, მაგრამ აუცილებელი სამუშაოსთვის თავის არიდებით ჩვენ ამ შავბნელი ჩანაფიქრის ბოლომდე განხორციელებას ვუწყობთ ხელს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ რუსეთს აქვს გამოცდილება აბსოლუტურად მიუღებელ ხალხებთან და ლიდერებთან მეგობრობის საქმეში, დიპლომატია კი სხვა არაფერია, თუ არა ამბიციების, პირველ რიგში კი, საკუთარი ამბიციების მართვა.

დენის დვორნიკოვი – რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრი

საინფორმაციო სააგენტო „REGNUM“