ლარის კურსი 1,6315 ნიშნულზე გამყარდა

თბილისი, 10 ივლისი,
საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეისათვის 1 აშშ დოლარი 1,6315 ლარია. გუშინ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1,6322 ლარი იყო.
ლარის კურსი ევროს მიმართ 2,0293 ლარის ნიშნულზე გამყარდა. შესაბამისად, დღეს ამოქმედდება ოფიციალური გაცვლითი კურსი – 1 ევრო 2,0293 ლარი. გუშინ 1 ევროს ყიდვა 2,0301 ლარად იყო შესაძლებელი.