პოლიტიკა
ივანიშვილი: „მიხეილ სააკაშვილი პროფესიონალი მატყუარაა!“
1-konferen-politika-1თბილისი, 10 ივლისი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილი ატყუებს როგორც ევროპას, ისე ამერიკას, ის პროფესიონალი მატყუარაა. ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ კოალიციის ახალგაზრდული ფრთის კონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, ამ ტყუილის შედეგია, რომ გარკვეულ საერთაშორისო კვლევებში საქართველოს პირველი ადგილი აქვს აღებული.
ივანიშვილის განცხადებით, დაუჯერებელია კვლევებში ასახული ფაქტები, თითქოს საქართველოში კორუფცია აღარ არსებობს. მისი თქმით, კორუფცია დღეს აღარ არის საშუალო რგოლში. „ყველა ფული დღეს ხელისუფლების ვიწრო წრეში მიდის და თუ ვინმე საშუალო რგოლიდან კორუფციაში ჩაება, მას აუცილებლად იჭერენ“, – განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერის თქმით, სააკაშვილი უკვე ოპოზიციაშია, რადგან ის სწორედ ოპოზიციურ განცხადებებს აკეთებს მოსახლეობასთან შეხვედრებისას.
ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილის სამთავრობო პროგრამასაც შეეხო და განაცხადა, რომ მთავრობამ „ქართული ოცნების“ პროგრამა თვალდახუჭულად გადაიღო და უხეშად გადაამრავლა.
კოალიციის ლიდერმა ახალგაზრდებს მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, რომ ცალკე ახალგაზრდობის პრობლემები არ არსებობს. მისი თქმით, მთავარია, სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყოს კონსტიტუციის უზენაესობის აღდგენით.