საზოგადოება
თბილისი, 9 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრ ბაჩო ახალაიას მოადგილეებისა და უწყების დეპარტამენტების ახალი ხელმძღვანელების ვინაობა უკვე ცნობილია.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეების პოსტები შეინარჩუნეს გია ლორთქიფანიძემ, ეკა ზღულაძემ და შალვა ჯანაშვილმა. მინისტრის კიდევ ორ მოადგილედ შოთა ხიზანიშვილი და ნოდარ ხარშილაძე დაინიშნენ. შოთა ხიზანიშვილი ამავე დროს შსს-ის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზეც რჩება.
ნოდარ ხარშილაძე აქამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.