პოლიტიკა
თბილისი, 5 ივლისი, საქინფორმი. ახალ პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილებები ეზრდება. ინიციატივა ამის შესახებ პარლამენტში გუშინ შევიდა.
კანონპროექტის მოკლე ანოტაციის მიხედვით, ცვლილებების თანახმად, მთავრობის კანცელარიას მისი უფროსის ნაცვლად პრემიერი უხელმძღვანელებს; ასევე, მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი, ნაცვლად კანონისა, მთავრობის რეგლამენტით განისაზღვრება.
ცვლილებების მიხედვით, განისაზღვრება იმ უფლებამოსილებათა სახეები, რომელთა დელეგირების უფლებით გადაცემის უფლებამოსილებაც პრემიერ-მინისტრს ექნება.
ინიციატივა საქართველოს მთავრობას ეკუთვნის. კანონპროექტის განხილვა გუშინვე დაიწყო. დღეს კი რიგგარეშე სხდომაზე მას უკვე მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.