რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „მერაბიშვილის წასვლა ივანიშვილის პირველი დაპირების შესრულებას ნიშნავს!“

1-analit-red-NEWსაქართველოში ბოლოდროინდელი მთავარი მოვლენების შესახებ გაზეთ ”ილორის” კორესპონდენტი საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო ”საქინფორმის” მთავარ რედაქტორს არნო ხიდირბეგიშვილს ესაუბრება.

ბატონო არნო, გამართლდა თქვენი მორიგი პროგნოზი, რომელიც 2012 წლის 30 აპრილს გამოთქვით პუბლიკაციაში Звенит звонок, пора расстатьсяმერაბიშვილი მიდის ივანიშვილთან, თუ პრემიერ-მინისტრად?”: ზუსტად 2 თვის შემდეგ – 2012 წლის 30 ივნისს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა შს მინისტრი მერაბიშვილი მართლაც პრემიერ-მინისტრად დანიშნა, რაც სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ფართო საზოგადოებრიობისთვის, მათ შორის – ჩვენი გათვითცნობიერებული ”ჯიბის” ექსპერტებისა და ჟურნალისტებისთვისაც კი.

 

– ბოლო 9 წლის განმავლობაში ტელევიზიით თუ ბეჭდური მედიით ყოველდღე ვიგებთ, რა სისულელეებს ჩმახავენ ჩვენი თვითმარქვია ”პოლიტოლოგები”, რომელთა არცერთი პროგნოზი დღემდე არ გამართლებულა. მათი სახელების დამახსოვრებით თავს არ ვიწუხებ, მალე მათ ისედაც ყველა დაივიწყებს. მხოლოდ ცინცაძის გვარი მახსოვს, ისიც იმიტომ, რომ მის პრიმიტიულ ბოდვას, ჩვეულებრივ, სასაცილო მიმიკა ახლავს თან. არადა, პოლიტიკაში, როგორც ცხოვრებაში, ისეთივე კანონები და პრინციპები მოქმედებს, რომელთა შეცვლა არავის ძალუძს. ის, ვინც თანდაყოლილი დებილიზმის, გაუნათლებლობის, ანდა გაყიდული ანგაჟირებულობის გამო ბუნების, არსის წინააღმდეგ მიდის, რომელიც ღვთივბოძებულია, ადრე თუ გვიან აუცილებლად მარცხს განიცდის.

მაგალითად, როდესაც ვამბობ, რომ საქართველო რუსეთთან უნდა იყოს, ამავე დროს ვხსნი რატომ, და არა იმის გამო, რომ გერცენი მიყვარს, ხოლო გერშვინი არა. სულაც არა, ამერიკის მიმართ არანაირ პათოლოგიურ სიძულვილს არ ვგრძნობ, უბრალოდ, არსებობს ისტორიული, კულტურული, გეოგრაფიული და, ამ უკანასკნელიდან გამომდინარე, გეოპოლიტიკური წინაპირობები, რომელთა წინააღმდეგ წასვლა სისულელეა, რომელიც ჩვენსავე საზიანოდ გვიბრუნდება.

ამგვარი სისულელის თვალსაჩინო მაგალითია ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩა თბილისში. არადა, რამდენიმე დღის წინ – 2012 წლის 26 ივნისს, პუტინის ვიზიტის დროს ისრაელში, წმინდა აღთქმულ მიწაზე, იესოს სამშობლოში, ბეთლემში – ქალაქში, სადაც 2012 წლის წინ მაცხოვარი დაიბადა, იესო ქრისტეს სახელობის ქუჩას ვლადიმერ პუტინის ქუჩა დაარქვეს. როგორი ბრმა უნდა იყო, რომ ამის შემდეგაც ვერ დაინახო – ამ ორი ქუჩიდან ტაძრამდე რომელი მიდის – ბუშის ქუჩა, თუ პუტინის! სხვათაშორის, უცნაურია, რომ ამის შემდეგ სააკაშვილმა ისრაელი და პალესტინა რუსი ოკუპანტების ხელისშემწყობებად და კრემლის მარიონეტებად არ გამოაცხადა...

თბილისში ბუშის ქუჩის გარდა, რეიგანის ძეგლიც არის, ხოლო ბათუმში რამდენიმე დღის წინ ცენტრალურ გამზირს არაბი შეიხის ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანის სახელი ეწოდა... საქართველო ამერიკასთან მეგობრობს და თავისი ტერიტორიის 20% დაკარგა, სომხეთი რუსეთთან მეგობრობს და დაახლოებით ამდენივე ტერიტორია აზერბაიჯანს წაართვა... ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რა კანონებითა და პრინციპებით შეიძლებოდა მერაბიშვილის პრემიერად გადაყვანის წინასწარ გამოცნობა და რატომ მიგაჩნიათ, რომ ამით დღევანდელი ხელისუფლებისთვის ”ზარი დაირეკა”?

– ჩემს ა.წ. 30 აპრილის პუბლიკაციაში, რომელმაც თავისი წინასწარმეტყველებით გაგაოცათ, კერძოდ, ვწერ: ნებისმიერმა, ვინც მინიმალურად მაინც იცნობს საქართველოს უახლეს ისტორიას და ნაციონალური პოლიტიკური სამზარეულოს თავისებურებებს, იცის, რომ როცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს საკუთარ განსაკუთრებულობასა და ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე თავის უპირატესობაზე, ეს დასასრულის დასაწყისს ნიშნავსხელისუფლება ამისათვის მას უშვებს, თუმცა მალე თავადაც კვალდაკვალ მიჰყვება! შევარდნაძის ხანის შს მინისტრ კახა თარგამაძის ცნობილ განცხადებას – „მე რკინისა ვარ, რკინის კაცი!“მოჰყვა მისი გადადგომა, რომელიც აწ გარდაცვლილი პრემიერის, ჟვანიას,  მიერ იყო პროვოცირებული. მალე კი შევარდნაძის ხელისუფლების აღსასრული დადგა...

რა მოჰყვება საქართველოს შს მინისტრის – ვანო მერაბიშვილის, განცხადებას, რომელმაც ა.წ. 27 აპრილს პარლამენტში განაცხადა, რომ ქართულ პოლიციას უფრო მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე მმართველ პარტია „ნაცმოძრაობას“? ამის გამოსაცნობად შემდეგი უნდა გავითვალისწინოთ:

– მერაბიშვილი სააკაშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი იყო „ვარდების რევოლუციიდან“, ხოლო შემდეგ, თავად სააკაშვილის სიტყვებით, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ხერხემალი, ანუ რეჟიმის მთავარი საყრდენი გახდა, რომელმაცნაცმოძრაობიდან თანაპარტიელების ყველა სისხლისსამართლებრივი დანაშაული იცის, რომელთაგან ბევრი რამდენიმე სამუდამო პატიმრობის ღირსია; 

– მერაბიშვილს დეპუტატთა შეკითხვებზე პასუხისას შეეძლო, მარტოოდენ შს მინისტრის კომპეტენციით შემოფარგლულიყო, თუმცა განზრახ გააფართოვა თავისი არეალი და თავს პოლიტიკური და ეკონომიკური სენტენციების უფლება მისცა, რაც პრემიერ-მინისტრის გამოსვლას უფრო შეეფერება. ხოლო როცა ძალოვანი სპეცსამსახურების მინისტრი (და არა ეკონომიკის ანდა ფინანსთა!) საპარლამენტო ტრიბუნიდან აცხადებს, რომ ფულს სუნი არ უდის და იგი მიესალმება რუსული ინვესტიციების გაზრდას – რფ-ის სახელმწიფო კაპიტალის შემოდინებას საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წინაშე უკვე ქვეყნის მთავარი პოლიციელი კი არა, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილებებით აღჭურვილი ან შემდგომში ამ უფლებამოსილებებზე პრეტენზიის მქონე  ადამიანია;

ვანო ერთადერთი იყო მიშას უახლოესი გარემოცვიდან, ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა 08.08.08 ავანტიურას, და, აგრეთვე, დაახლოებული იყო მილიარდერ ივანიშვილთან, რომელიც, როგორც მისი ინტერვიუდან ვიგებთ, პატივს სცემს მერაბიშვილს, როგორც ნიჭიერ პროფესიონალსა და მენეჯერს,  და ერთხელ იმ გადაყენებისგანაც კი იხსნა, რომელსაც სააკაშვილი უმზადებდა. აღსანიშნავია, რომ ერთმანეთის მისამართით ივანიშვილსა და მერაბიშვილს ჯერჯერობით არცერთი მკვახე სიტყვა არ უთქვამთ.

მაგრამ... მერაბიშვილმა, როგორც ყოველმა რიგითმა ქართველმა პოლიციელმა, ჩინებულად იცის შემდეგი: დიახ, საქართველოში არ კეტავენ ავტომანქანებს, არ იპარავენ მობილურებს და პოლიციელები ქრთამს არ იღებენ, მაგრამ საქართველოს პოლიცია არასოდეს დაუპირისირდება მოქმედი ხელისუფლების ინტერესებს, რომელმაც კანონიერი ქურდები კი მოსპო, მაგრამ მათი ქურდული მენტალიტეტი გადაიღო! საქართველოში პოლიცია, ისევე, როგორც სასამართლოები, პოლიტიზებულიაის მუდამთავისიანებსანიჭებს უპირატესობას და ითვალისწინებს სამართალდამრღვევის პირდაპირ ან ირიბ კავშირს ხელისუფლებასთან. ქართული პოლიცია ხშირად ხელმძღვანელობს არა კანონით, არამედ უფროსების კონკრეტული მითითებებით, რომლებიც ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ინსტრუქციებით მოქმედებენ.

სწორედ ამაშია კოლიზია: აბსოლუტურად არ არის გამორიცხული, რომ ეს ორმაგი სტანდარტები თავად მინისტრ მერაბიშვილსაც ისევე თრგუნავდა, როგორც მრავალ რიგით პოლიციელს, ვისაც გონება, პატიოსნება და სინდისი ბოლომდე არ დაუკარგავს. ყველას, ვისაც დღეს ეს თვისებები შემორჩა, უნდა ესმოდეს, რომ რადიკალიზმის დრო წარსულს ბარდებ და მის ნაცვლად რეალიზმის დრო მოდის: ვინც ამას გაიგებსთამაშში დარჩება და რეფორმებს გააგრძელებს, ხოლო ვინც ვერ გაიგებსწავა და ნამოქმედარზე პასუხსაც აგებს.

თქვენი ანალიზი ყველამ წაიკითხა, ბატონო არნო, მაგრამ ბევრი მას სკეპტიკურად მოეკიდა. და მოდი, ნუ უარვყოფთ, რომ ეს მართლაც მოულოდნელად მოხდა ყველგან მსუფევმა სამთავრობო ტელევიზიებმა ”რუსთავი 2”-მა, ”იმედმა” და ”პირველმა საზოგადოებრივმა”, რომლებიც სააკაშვილს ლამის საძინებელშიც კი მიჰყვებიან, წინასწარ ვერაფერი იყნოსეს და კულუარებიდანაც არაფერმა გამოჟონა...

– ამაში გეთანხმებით. სააკაშვილმა სასწრაფოდ შეწყვიტა ვიზიტი აზერბაიჯანში და ვადაზე ადრე დაბრუნდა ბაქოდან მარტო იმისთვის, რომ მერაბიშვილი მოეხსნა, და არა სამეგრელოში წყალდიდობის გამო! გაიხსენეთ: 2012 წლის 13 მაისს საქართველოს დედაქალაქ თბილისს არნახული წყალდიდობა დაატყდა თავს, დაზიანდა ასობით სახლი და ეკლესია, დაინგრა ათობით ქუჩა და ხიდი, განადგურდა ელექტროგადამცემი ხაზები, დაიტბორა ასობით ავტომობილი და დაიღუპა 5 ადამიანი, ამ დროს კი სააკაშვილი სლოვენიაში მშვიდად გულშემატკივრობდა სტადიონზე 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩს, მერე კი მილანში შოპინგზე გაემგზავრა...

კეთილი, მაგრამ რამ გამოიწვია ასეთი აჩქარება?

– გამორიცხული არ არის, რომ მიუნდობელმა სააკაშვილმა გარკვეული ინფორმაცია მიიღო და განგაში ატეხა. თუმცა ბოლომდე არც მანამდე ენდობოდა მერაბიშვილს, მით უმეტეს, არ აქვს მისი იმედი დღეს, საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც მოწინააღმდეგედ ივანიშვილი ჰყავს, როდესაც რეფორმები კი არა რეპრესიები სჭირდება, რომლებიც 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის სადამსჯელო ოპერაციებსაც კი დაჩრდილავს. სააკაშვილმა იცის, რომ ვანო ამას ”ხელს არ მოაწერს”, ისევე, როგორც თავისი ყოფილი კოლეგის გენერალ ბადრი ბიწაძის დაპატიმრებაზე არ წავიდა და ქვეყნიდან გაუშვა.

მოსალოდნელი ბრძოლის წინ სააკაშვილმა პოლიციის წმენდა ქვემოდან, რიგითი პოლიციელებისგან დაიწყო, და მინისტრით დაამთავრა, რომლის შემდეგ შსს-ის ხელმძღვანელობა შეიცვლება – მერაბიშვილის ერთგულ ხალხს, რა თქმა უნდა, შსს-დან სხვა სამუშაოზე გადაიყვანენ. თუმცა თავად მერაბიშვილსაც არ სიამოვნებდა პოლიციელების გათავისუფლება ზემოდან ბრძანებით – „პოლიტიკური არაკეთილსაიმედოობის მოტივით! ამიტომ, ვფიქრობ, თავის გადადგომას ვანო შვებით შეხვდა, თუკი საერთოდ თვითონ არ იყო მისი ინიციატორი...

ბატონო არნო, აი, ამბობთ, გადადგომაო, მიანიშნებთ საკუთარი სურვილით წასვლაზე”: განა ქვეყნის მთავრობის მეთაურად მოქმედი კონსტიტუციით მესამე, ახლით კი ლამის ქვეყნის პირველ პირად დანიშვნა შეიძლება გადადგომად ან, მეტიც, დაქვეითებად ჩაითვალოს?!

– ნორმალურ სახელმწიფოში – არა, არ შეიძლება, პოლიციურ სახელმწიფოში კი მთავარი პირი მთავარი პოლიციელია! ვინ არის საქართველოში პრემიერ-მინისტრი?! რაღაც საშუალო „ზავხოზისა“ და „ცეხავიკს“ შორის...

და კიდევ: მერაბიშვილის წასვლა ივანიშვილის პირველი დაპირების შესრულებას ნიშნავს! ვის უწოდა სააკაშვილმა სახელმწიფოს ხერხემალი? მერაბიშვილს! ახლა კი გაიხსენეთ: განა ივანიშვილი არ დაჰპირდა ხალხს, რომ ივნისში ამ ხელისუფლებას ხერხემალში გადატეხდა? ჰოდა, გამოდის, რომ მერაბიშვილის წასვლით ივანიშვილმა დაპირება შეასრულა სააკაშვილის ხელისუფლება ხერხემლის გარეშე დატოვა!

დიახ, მაგრამ დარჩა შსს-ს აწყობილი ძალოვანი სისტემა და ახალი მინისტრი, რომელიც მზად არის, უსიტყვოდ შეასრულოს პრეზიდენტის ნებისმიერი ბრძანება, არსებობს კონტროლის პალატის გამართული რეპრესიული სისტემა და მისი თავმჯდომარე ნათია მოგელაძე!..

მომხიბვლელი მოგელაძე „მაგილაში“ ივანიშვილს ვერ ჩაიყვანს! და საერთოდ – მას, უბრალოდ, ვინმე უნდა შეუყვარდეს და მაშინვე დაწყნარდება...

რაც შეეხება მიშას დანარჩენ გარემოცვას: ხელისუფალნი ბოლომდე იბრძოლებენ, რადგან მათ ბევრი რამ აქვთ დასაკარგავ(არა მარტო ფული–თანამდებობები, არამედ თავისუფლება და, შესაძლოა, სიცოცხლეც კი). ქართველი ხალხიც, რომელსაც დასაკარგავი არაფერი აქვს, ბოლომდე იბრძოლებს. ვინ გაიმარჯვებს – თვითონ გამოიცანით ჩემი მეთოდით, რომლის შესახებ საუბრის დასაწყისში მოგახსენეთ, ანუ - ბუნების კანონებისა და ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით.

და ბოლო შეკითხვა: როგორც კი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკურ ცისკიდურზე გამოჩნდა, თქვენ პირველმა დაწერეთ მის შესახებ ანალიტიკური და საკმაოდ კრიტიკული პუბლიკაცია "ოცნებები სრულდება და არ სრულდება ვინ ხართ, ბატონო ივანიშვილო?”. მას შემდეგ ნახევარ წელიწადზე მეტი გავიდა. ბატონო არნო, ამ ხნის განმავლობაში მიხვდით ვინ არის ბიძინა ივანიშვილი?

– მკითხველმა კარგად იცის, რომ ჩემთვის ტაბუდადებული თემები არ არსებობს, სიმართლეს პირში ვეუბნები ყველას, ვინც მტყუანია. რაც შეეხება ივანიშვილს... იცით, ყველაფერს თავისი დრო აქვს, მათ შორის, სიმართლეს. „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების!” – სიმართლე არსად გაიქცევა, ჯერ მოვიდეს ხელისუფლებაში, საქმე გვაჩვენოს, მერე კი თავის წილ კრიტიკას მიიღებს, თუ დაიმსახურებს. რა თქმა უნდა, შეიძლება სკეპტიკურად უყურებდე ბევრს ივანიშვილის გარემოცვაში, მის ზოგიერთ შეხედულებას, მაგრამ დღეს ბიძინას წინააღმდეგ მუშაობა საქართველოს წინაშე დანაშაულად მიმაჩნია!

გმადლობთ, რომ ჩვენს გაზეთს ამდენი დრო დაუთმეთ! რას გვისურვებდით?

– მსურს, შემთხვევით ვისარგებლო და „ილორის” მთელ რედაქციას მადლობა გადავუხადო და შემოქმედებითი წარმატებები ვუსურვო სიმართლისთვის უკომპრომისო ბრძოლაში! გახსოვდეთ – გაზეთი ტირაჟით კი არა, გავლენიანობით ფასდება. და ამიტომ მინდა, გაგახაროთ: როგორც ჩვენმა ვებადმინისტრატორმა მომახსენა, „ილორის” ელექტრონულ ვერსიას „საქინფორმის” საიტზე მკითხველი ჰყავს.

რაც შეეხება გავლენიანობას –ზუგდიდიდან, „საქინფორმის“ რეგიონული კორესპონდენტისაგან  ვიცი, რომ თქვენი გაზეთი სამეგრელოში ავტორიტეტით სარგებლობს.

ხოლო როგორც ხიდირბეგიშვილი, ერთს გთხოვთ – ჩვენს ძმებთან – აფხაზებთან, ხიდები უნდა გავდოთ, ირგვლივ კი უამრავი მოლაყბე თაღლითია, ამ თემით რომ სპეკულირებს. ამიტომ – რაც შეიძლება მეტი მასალა აფხაზეთზე, თქვენ ხომ ასეთი უნიკალური შესაძლებლობა გაქვთ – მეზობლად ხართ, და იქ ბევრს იცნობთ.