სამართალი
დავით ახალაია გადადგა... 3 წლის დაგვიანებით!

1-gadadga-samarTali-3თბილისი, 4 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს შსს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა დავით ახალაიამ დაწერა განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

აღნიშნული ქმედება უკავშირდება მისი ძმის – ბაჩო ახალაიას, შინაგან საქმეთა მინისტრად წარდგენას.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ახლო ნათესავებს, განსაკუთრებით, ერთი ოჯახის წევრებს, სახელმწიფო საპასუხისმგებლო თანამდებობების დაკავება ეკრძალებათ.

ერთია, ისმება ლოგიკური კითხვა: რით განსხვავდება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა რანგით თავდაცვის მინისტრის თანამდებობისაგან? განა ის სახელმწიფო, მაღალი და საპასუხისმგებლო არ არის? რატომ არ დაწერა ბატონმა დათა ახალაიამ მაშინ განცხადება განთავისუფლებაზე „საკუთარი სურვილით“, როცა მისი ღვიძლი ძმა ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა 2009 წელს, და ეს გააკეთა მხოლოდ დღეს – როცა ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშნეს?