პოლიტიკა
ალასანია: „რვა წელია, ხელისუფლებამ ერთი და იგივე დაპირება ხალხს ვერ შეუსრულა“

1-irakli-politika-3თბილისი, 3 ივლისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის – ირაკლი ალასანიას, განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის მიერ გახმაურებული მთავრობის დაპირებები მორიგი ტყუილი და ფარსია, რადგან რვა წელია, ერთი და იგივე რამეს ჰპირდებიან ხალხს და დღემდე არცერთი მათგანი არ შეუსრულებიათ.

ალასანიას თქმით, მერაბიშვილმა იმავე პრიორიტეტებზე დაიწყო საუბარი, რაზეც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი საუბრობს.

„როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილი ძალიან დიდი გულით ეცნობა ყველა იმ გამოსვლას, რომელიც კოალიციის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს აქვს. მაგრამ ერთი რამე ვერ გათვალა: 8 წელია, ხელისუფლება მისი ჩათვლით ხალხს ამ საქმეს ჰპირდება, მაგრამ ვერ შეასრულეს. პრაქტიკულად, ყველა დაპირება გატეხილია. სოფლის მეურნეობაში არსებულ მდგომარეობას ყველანი ვხედავთ. ვხედავთ, როგორ ეპყრობიან ადამიანების ქონებრივ საკუთრებას. სამწუხაროდ, ის დაპირებები, რომელიც ქვეყნის გამთლიანებას ეხებოდა, არ არის შესრულებული, ამიტომ საზოგადოება ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ ეს ყველაფერი მორიგი ტყუილი და წინასაარჩევნო ფარსია“, – განაცხადა ალასანიამ.