პოლიტიკა
თბილისი, 3 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, თბილისს აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე სასაუბროდ აშშ-ის კონგრესის ექვსკაციანი დელეგაცია ეწვია, რომელსაც კონგრესმენი ბილ შუსტერი უხელმძღვანელებს.
კონგრესმენები შეხვდებიან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე ნოდარ ხარშილაძეს.
„დელეგაცია შეხვდება ოპოზიციის ლიდერებსაც, დაათვალიერებს კერძო სამედიცინო კლინიკას და დაესწრება ამერიკელი და ქართველი ჯარისკაცების ერთობლივ წვრთნას, რასაც ისინი ავღანეთის სამშვიდობო მისიისათვის მოსამზადებლად გადიან“, – იუწყება აშშ-ის საელჩო თბილისში.
აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოში დაჰყოფს 4 ივლისამდე.