„ქართული ოცნების“ მორიგი აქცია 15 ივლისს გორში გაიმართება
თბილისი, 2 ივლისი,
საქინფორმი. „ქართული ოცნება“ მორიგ აქციას 15 ივლისს გორში გამართავს.
„ჩვენ გორში შევხვდებით ერთმანეთს. ჩვენ ყველგან მივალთ, ყველა სოფელში და ყველა კუთხეში. შემოდგომამდე ქვეყანას ერთ მუჭად შევკრავთ და არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ივანიშვილმა გუშინ მცხეთაში გამართულ აქციაზე.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო აქციები უკვე გამართა თბილისში – 27 მაისს, ქუთაისში – 10 ივნისს, ოზურგეთში – 17 ივნისს და მცხეთაში – 1 ივლისს.