საზოგადოება
თბილისი, 27 ივნისი, საქინფორმი. ბანკი „ქართუს“ პრეზიდენტ ნოდარ ჯავახიშვილისთვის ბანკის აქციების დაყადაღების გადაწყვეტილება გაუგებარია.
გადაწყვეტილება არ შეიძლება საფუძვლიანად შეფასდეს. ჯავახიშვილის თქმით, ბანკის აქციების დაყადაღების თაობაზე ოფიციალური შეტყობინება ჯერ არ მიუღიათ.
როგორც საქინფორმი დღეს იტყობინება, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, გუშინ ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციებს რამდენიმე ბანკში, მათ შორის, „ქართუშიც“.