პოლიტიკა
სააკაშვილი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

1-tueq-politika-3თბილისი, 27 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სტამბულში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულის პირისპირ შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე და ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. განიხილეს, ასევე, კონკრეტული  პროექტები, რომლებსაც ქვეყნები ერთობლივად ახორციელებენ.

ქვეყნის პირველი პირი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც ის შეხვდა, აგრეთვე,  მოლდოვის პრეზიდენტს და უკრაინის პრემიერ-მინისტრს.