ახლა დეტალურად ფინანსური ფორმულებით ავხსნათ, კონტოლის პალატის ტვინიკოსთა “ფინანსური ვაიანალიტიკოსების” მიერ როგორ მოხდა ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმება. ქვემოთ წარმოდგენილ გაანგარიშებებში არის ფინანსური ფორმულები და მათი ახსნა და ზოგიერთებისთვის შეიძლება ჩინური იყოს რაც აქ წერია, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვათ, აი რა მოხდა:
კონტროლის პალატის თანამშრომელმა (სავარაუდოდ CSB, თსუ ან ESM დამთავრებულმა ფინანსისტმა „მცეხმა“) დათვალა რომ გლობალ ტვ-ს მიერ ანტენების შემოტანა და მოსახლეობისთვის მონტაჟი არის კომპანიისთვის წამგებიანი ბიზნეს გარიგება და შესაბამისად საჩუქარი, რაც კანონდარღვევად ითვლება. კონტოლის პალატის თანამშრომელი რომელმაც ეს გაანგარიშება დათვალა არის ფინანსებში გაუგებარი ადამიანი.ფინანსურ ფორმულაში ყველა ცვლადი მოცემულია თვიური მაჩვენებლით (ფულის თვიური ნაკადი 4 ლარი, ვადა 108 თვე) მაგრამ საპროცენტო განაკვეთი ჩაწერილია 13.7% რაც წლიურად 164.4%-ს (ანუ თვეში დეპოზიტის პროცენტად აღებულია ეს განაკვეთი რაც ცალსახად უდიდესი შეცდომაა და მაგის დამწერი არა მარტო სამსახურიდან უნდა დაითხოვო არამედ ვინც დიპლომი მისცა ის საგანმანათლებო ინსტიტუტიც უნდა დახურო). ეს ზედმეტად „ჭკვიანი ფინანსისტი“ არის ვახტანგ კეჟერაძე, რომელმაც რუსთავი 2-ს და იმედს კომენტარი მისცა და ფულის დროში ღირებულებას გვიხსნიდა. მინდა მივმართო ამ ადამიანს: მოდი ჯერ წიგნი წაიკითხე, ფინანსური ფორმულები ისწავლე, ის ნაყიდი დიპლომი რომ გიკიდია ამაყად დაწვი ან საერთოდ გადააგდე და მერე უხსენი სხვებს, რომ არ შერცხვე როგორც ყველაზე უტვინო ფინანსისტი.
აქვე გთავაზობთ დეტალურ განმარტებას კონტროლის პალატის მიერ მომზადებულ დასკვნაზე:
შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ (იგივე გლობალ ტვ) ახორციელებს კომერციულ პროექტს, კერძოდ კომპანია ახდენს სატელევიზიო სიგნალის მიმღების მოწყობილობის იმპორტს და მის რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ერთეული სიგნალის მიმღები მოწყობილობის სარეალიზაციო ფასი, დღგ-ს ჩათვლით, შეადგენს 432 ლარს. მყიდველის მიერ აღნიშნული თანხის გადახდა ხდება შემდეგნაირად: ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი 12 თვის გასვლის შემდეგ, მომდევნო 9 წლის, 108 თვის განმავლობაში მყიდველი იხდის ყოველთვიურად 4 ლარს, დღგ-ს ჩათვლით.
„საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის“ (შემდგომში – „კონტროლის პალატა“) დასკვნის მიხედვით შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ დაყენებული ერთი სატელიტური თეფშის საბაზრო სარეალიზაციო ღირებულება განისაზღვრა 115.98 ლარით. ფასში გათვალისწინებულია 15%-იანი მოგების ნორმა.
კონტროლის პალატის მიერ პროექტის მომგებიანობის შეფასება განხორციელდა შემდეგნაირად (არასწორად, ყოველივე ფინანსური ფორმულების დარღვევით, რომელსაც პირველ კურსელი ფინანსისტიც კი არ დაუშვებს). მოხდა მყიდველის მიერ გადასახდელი ფულადი ნაკადების დღევანდელი ღირებულების გამოთვლა არასწორედ და აღნიშნულის შედარება ასევე კონტროლის პალატის მიერ გამოთვლილ საბაზრო სარეალიზაციო ფასთან.
ფულადი ნაკადების დღევანდელი ღირებულების გამოთვლა მოხდა შემდეგი ფორმულით: PV=C/i [1-1/(1+i)^n ]=C[(1-(1+i)^(-n))/i]
სადაც:
PV (Present Value) = დღევანდელი ღირებულება
n = პერიოდების რაოდენობა (108)
c = ფულადი ნაკადების ოდენობა (4 ლარი)
i = ეროვნლი ბანკის ოფიციალური სტატისტიკა 2012 წლის მონაცემებით საქართველოს ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი გრძელვადიან დეპოზიტზე ლარში (13.7%)
აღნიშნული ფორმულის და მონაცემების გამოყენებით კონტროლის პალატამ „დათვალა“ და „დაადგინა“, რომ ფულადი ნაკადის დღევანდელმა ღირებულება არის 25.68 ლარი დღგ-ს ჩათვლით, ამასვე აცხადებს სატელევიზიო კომენტარში კონტროლის პალატის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კეჟერაძე. აღნიშნული არის უხეში და გაუმართლებელი შეცდომა „საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის“ მხრიდან შემდეგი მიზეზების გამო.
ზოგადად საინვესტიციო პროექტების შეფასება არ ხდება ამ მეთოდის გამოყენებით, მითუმეტეს არაკომპეტენტური პირის მიერ გაკეთებული გათვლებით, თუმცა დავუშვათ პროექტს ვაფასებთ კონტროლის პალატის მიერ შემოთავაზებული მეთოდით. განვიხილოთ ზემოთ მოცემულ ფორმულაში შემავალი არგუმენტების მნიშვნელობები:
ფორმულა – წარმოდგენილი ფორმულა მართლაც გვხვდება ფინანსური ლიტერატურაში და წარმოადგენს „ანუიტეტის“ დღევანდელი ღირებულების დათვლის ფორმულას;
n = პერიოდების რაოდენობა (108) – თანხის გადახდა მართლაც ხდება 108 თვის განმავლობაში, მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის შემდეგ, ანუ სულ 120 თვე;
c = ფულადი ნაკადების ოდენობა (4 ლარი) – მყიდველი საფასურს, 432 ლარს იხდის 108 თვის განმავლობაში, რაც თვეში შეადგენს 4 ლარს;
i = ეროვნლი ბანკის ოფიციალური სტატისტიკა 2012 წლის მონაცემებით საქართველოს ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი გრძელვადიან დეპოზიტზე ლარში (13.7%) –
კონტროლის პალატის დასკვნაში არ არის მითითებული საპროცენტო განაკვეთი გრძელვადიან დეპოზიტებზე ლარში არის წლიური, კვარტალური, თვიური თუ ა.შ., რაც უკვე მიუთეთიებს რომ ეს არის შექმნილი ზღაპარი. აღნიშნულის განსასაზღვრად მივმართეთ იმავე წყაროს, საიდანაც იხელმძღვანელა კონტროლის პლატამ, კერძოდ ეროვნული ბანკის ოფიციალურ საიტს (nbg.gov.ge).
საქართველოს ეროვნული ბანკის საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკის მეთოდოლოგიის მიხედვით „შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი დეპოზიტებზე (DWIR) წარმოადგენს კომერციულ ბანკებში განთავსებულ დეპოზიტებზე (ნაშთებზე) შეწონილ წლიურ საპროცენტო განაკვეთებს წლებისა და კვარტლების მიხედვით, აგრეთვე თითოეული კვარტლის ბოლოს მდგომარეობით, დეპოზიტების ვადიანობის (მოკლევადიანი, გრძელვადიანი) მითითებით“.
ასევე ეროვნული ბანკის საიტიდან აღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით 2012 წლის საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი გრძელვადიან დეპოზიტზე ეროვნულ ვალუტაში (ლარში) შეადგენს 13.7 პროცენტს.
ანუ აღნიშნული მსჯელობით დგინდება, რომ კონტროლის პალატის მიერ გაკეთებულ დასკვნაში საპროცენტო განაკვეთი (i) არის წლიური.
ვინაიდან ზემოთ აღნიშნული ფორმულის გამოყენებისა ყველა შემავალი არგუმენტის მნიშვნელობა უნდა იყოს ერთი და იმავე პერიოდის და პერიოდების რაოდენობა (n) არის თვეებით განსაზღვრული, ხოლო თანხაც (c) არის ყოველთვიურად მოცემული, მაშინ საპროცენტო განაკვეთიც (i), ფორმულაში უნდა შევიტანოთ თვიური და არა წლიური, (კონტროლის პალატის მიერ გაკეთებულ კალკულაციებში შეტანილია წლიური საპროცენტო განაკვეთი), ანუ ნაცვლად 13.7%-ისა, 13.7%/12 = 1.14% (13.7% გაყოფილი 12-ზე. წელიწადში არის 12 თვე).
კონტროლის პალატის მიერ უხეშად დაშვებული შეცდომის პოვნის შემდეგ ფორმულაში შემავალი არგუმენტების მნიშვნელობები მიიღებს სახეს:
n = პერიოდების რაოდენობა 108 თვე;
c = ყოველთვიური ფულადი ნაკადები: ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის განმავლობაში (პირველიდან მეთორმეტე თვის ჩათვლით) 0 ლარი, შემდეგ 108 თვის განმავლობაში (მეცამეტედან ასმეოცე თვის ჩათვლით) ყოველთვიურად 4 ლარი.
i = საპროცენტო განაკვეთი თვიური 1.14% (13.7%/12);
მარტივი გამოთვლებით:
PV (Present Value – დღევანდელი ღირებულება) = 216.02 ლარი
როგორც სწორად გაკეთებული გათვლებიდან ჩანს ერთი მყიდველისგან მიღებული ფულადი ნაკადების დღევანდელი ღირებულება აღემატება კონტროლის პალატის მიერ დათვლილ სარეალიზაციო ღირებულების ობიექტურ მინიმალურ მაჩვენებელს. ასეთ შემთხვევაში IRR=28.74%.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, შესაძლებელია ითქვას, რომ კონტროლის პალატამ მოახდინა „რევოლუცია“ ფინანსური გაანგარიშების მეთოდებში, კერძოდ მოახერხა და ფულადი ნაკადის, რომლის დღევანდელი ღირებულების დათვლისას ნებისმიერი კომპეტენტური პიროვნება თუ ორგანიზაცია ფინანსებში მიიღებდა 216.02 ლარს, მიიღო 25.68 ლარი. დასკვნა შორს დგას არა თუ ფინანსური ანალიზისგან, არამედ ელემენტარული მათემატიკისგანაც.
კონტროლის პალატის მიერ ფინანსების თეორიის „გადატრიალების“ და მომგებიანი პროექტის ზარალიანად კლასიფიკაციის შემდეგ, ბიზნეს პროექტს, რომელიც ნებისმიერი კომპეტენტური ფინანსური ინსტუტუტის თუ ექსპერტის მიერ შეფასებული იქნებოდა როგორც მომგებიანი, მისცა შემოწირულობის კლასიფიკაცია. „უკანონო შემოწირულობა“ დათვალა შემდეგნაირად. იმპორტირებული სატელიტური ანტენების რაოდენობა (107 000) გამრავლებული თავის მიერ დათვლით სამართლიან საბაზრო ღირებულებაზე (115.98 ლარი). სულ 12,410,252.89 ლარი.
ეს უკვე იდიოტიზმის ისეთი საფეხურია, როდესაც უბრალოდ ასეთ სისულელეზე კომენტარის გაკეთებაც კი სასაცილოა. ივანიშვილს შეუძლია დაამტკიცოს თავისი სიმართლე მხოლოდ ერთი ფინანსური კალკულატორით. აქ უკვე ადვოკატიც კი ზედმეტია.
www.samshoblo.org