სამართალი
იძულების წესით მისაღები კანონი...

1-sakabelo-televiziaთბილისი, 26 ივნისი, საქინფორმი. ჩვენ გვსურს, რომ ხალხის არჩევანი მაქსიმალურად ინფორმირებული და გააზრებული იყოს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გუბერნატორებსა და რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაზე.

„ამიტომ ახლა პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა არხი საკაბელო ტელევიზიებმა ჩართონ წინასაარჩევნო პერიოდში იძულების წესით. იძულების წესით გამოდის, იმიტომ, რომ ეს არის კერძო მაუწყებელი საკაბელო ქსელებში. მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველა სახის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ინტერესია. ეს საკანონმდებლო ინიციატივა თანაბრად იკავებს ადგილს მსოფლიოს ყველაზე პროგრესულ და განვითარებულ მეთოდებს შორის, რომელთა მიზანია ამომრჩევლის მედიაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ეს არის ქართული დემოკრატიის სიმტკიცისა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ურყევობის მორიგი თვალსაჩინო ნიშანი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი ინციატივა გასულ კვირას გააჟღერა. დავით ბაქრაძის განცხადებით, ამ ინიციატივის თანახმად, საარჩევნო პერიოდში უნდა მოხდეს ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით.