აქტუალური
თბილისი, 26 ივნისი, საქინფორმი. დღეს სტამბულში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მეთაურთა სამიტი გაიმართება.
სამიტი თურქეთისა და სერბეთის პრეზიდენტების თანათავმჯდომარეობით ჩატარდება.
ცნობისათვის: შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია 1992 წლის 25 ივნისს შეიქმნა. მისი მიზანი შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობიანი თანაარსებობის, წარმატებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის მოდელის შექმნა იყო.
საქართველო ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნელია.