საზოგადოება
თბილისი, 26 ივნისი, საქინფორმი. დღეს სანკტ-პეტერბურგში იუნესკოს კომიტეტის სხდომა გაიმართება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა, იუნესკოს კომიტეტის სხდომაზე განიხილება ბაგრატისა და გელათის ტაძრის საკითხი.
იუნესკოს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილია ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელების წარმომადგენლებითა და ექსპერტებით.
ცნობისთვის: გელათი და ბაგრატის ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთა ნუსხაში ერთად კომპლექსად არის შეყვანილი.