აქტუალური
ბაგრატის ტაძრის პროექტის პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში

1-bagratiaqtualuti-2თბილისი, 22 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დღეს ბაგრატის ტაძრის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც ჟურნალისტებს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტს წარადგენენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და იტალიელი რესტავრატორი, „UNESCO“-ს მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების ავტორი და კონსულტანტი, ანდრეა ბრუნო.

პრეზენტაციას ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები, მწერლები და მედიასაშუალებების წარმომადგენლები დაესწრებიან.