პოლიტიკა
თბილისი, 22 ივნისი, საქინფორმი. „არშემდგარი ქვეყნების 2012 წლის რეიტინგში“, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია „The Fund For Peace“-მა შეადგინა, საქართველო 84,8 ქულით 177 ქვეყანას შორის 51-ე ადგილს იკავებს.
რეიტინგი ქვეყნებში კანონდარღვევების ფაქტების რაოდენობას, არაეფექტიან მმართველობას, ტერორიზმს, მეკობრეობას, დევნილთა რაოდენობასა და სხვა კრიტერიუმებს ემყარება.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველოზე უკეთესი მაჩვენებლები ისეთ ქვეყნებს აქვთ, როგორიცაა: ჯიბუტი, პაპუა-ახალი გვინეა, მოზამბიკი, ბუტანი, გამბია, ფიჯი, ტანზანია, ნიკარაგუა, კაპე ვერდე, გაბონი, ბოტსვანა, ბრუნეი, ანტიგუა და ბარბუდა და მავრიტანია. თავის მხრივ, საქართველო ირანს, ნიგერიას, კამერუნს, ავღანეთსა და ერაყს უსწრებს.