რელიგია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლის ვიზიტი

1-religia-vizitთბილისი, 21 ივნისი, საქინფორმი. 2012 წლის 20 ივნისს მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის (МОФЕПН) შენობაში შედგა ფონდის პრეზიდენტის, პროფესორ ვ. ალექსეევის შეხვედრა და საფუძვლიანი საუბარი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზ გიორგი ხარაზიშვილთან, რომელიც მოსკოვში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს კურთხევითა და МОФЕПН“-ის მიწვევით ჩავიდა.

დეკანოზმა გიორგი ხარაზიშვილმა ფონდის პრეზიდენტს საქართველოს პატრიარქის კურთხევა და კეთილი სურვილები გადასცა. პასუხად პროფესორმა ვ. ალექსეევმა ქართველ სტუმარს სთხოვა,  მადლობა გადაეცა უწმიდესი პატრიარქის – ილია მეორესათვის, და მადლიერება გამოხატა მუდმივი ყურადღებისა და ფონდის საქმიანობის მხარდაჭერისათვის. მან ქართული ეკლესიის მეთაურს დღეგრძელობა და მის დიდ მსახურებაში უფლის შეწევნა უსურვა.

შეხვედრაზე იმსჯელეს ქრისტიანობის მდგომარეობაზე რუსეთსა და საქართველოში, აგრეთვე, კავკასიასა და თანამედროვე ევროპაში; განიხილეს ფონდის პროგრამების ფარგლებში მართლმადიდებელ ხალხთა სულიერი ერთობისა და აღმოსავლურქრისტიანული სულიერი ტრადიციის ქვეყნების თანამშრომლობის განმტკიცებისათვის საერთაშორისო მართლმადიდებელი საზოგადოებრიობის ურთიერთქმედების საკითხები.

იმსჯელეს, აგრეთვე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ფარგლებში ფონდის რიგი პროგრამების მომზადებისა და გატარების პერსპექტივებზე.