საზოგადოება
თბილისი, 19 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში პარასკევამდე გრილი ამინდები იქნება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან იტყობინებიან, მომდევნო სამი დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან – ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა აღნიშნულ პერიოდში დაიკლებს.