საზოგადოება
თბილისი, 18 ივნისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს საქართველოს მედიაკლუბის თავმჯდომარე მაგდა პოპიაშვილი ატყობინებს, კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისათვის“ დასავლეთ საქართველოში შეხვედრებს განაგრძობს.
„არჩევნის თავისუფლებისთვის“ გუშინ ოზურგეთში გამართულ „ქართული ოცნების“ აქციას აკვირდებოდა. დღეს კი, 18 ივნისს, ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართება კოალიციის შეხვედრა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ: კოალიციამ „არჩევნის თავისუფლებისთვის“ საქართველოს რვა რეგიონში შეხვედრების ორგანიზება 15 ივნისიდან დაიწყო.
შეხვედრები რეგიონებში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.