პოლიტიკა
პან გი მუნი საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ

1-pan-gi-politika-1თბილისი, 15 ივნისი, საქინფორმი. გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა გენერალურ ასამბლეას საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა მდგომარეობის შესახებ მოხსენება წარუდგინა.

„Радио ОН“-ის ინფორმაციით, მოხსენებაში საუბარია იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლების მონაცემებით 2012 წლის მარტის მდგომარეობით ქვეყანაში 265 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია. 100 ათასზე მეტი ადამიანი კი, რომლებიც 2008 წლის კონფლიქტის დროს გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, საკუთარ სახლებს დაუბრუნდა. დაახლოებით, 34 ათასი, დაცვის სპეციალურ ზომებს კვლავინდებურად საჭიროებს.

გენერალური მდივნის მოხსენება გაეროს რიგი დაწესებულებებისგან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება. მასში, ასევე, აღნიშნულია, რომ „გასულ წელს ცხინვალის რაიონის/სამხრეთ ოსეთის სიახლოვეს განლაგებულ ადგილებში მასობრივი დაბრუნებების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა“.